Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!” – თაზო დათუნაშვილი

May 4, 2026
“უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!” – თაზო დათუნაშვილი

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

5 თვე გავიდა ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაანონსებიდან და საპარლამენტო კომისიის შექმნის, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სასურსათო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა, კერძოდ, თევზეული გაძვირებულია 21.3%-ით, ხილი 11.8%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.%-ით, ბოსტნეული 9.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.7%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 7.3%-ით და რძე, ყველი და კვერცხი 4.5%-ით.

გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს ელექტროენერგია 1-ელი აპრილიდან 30%-ით გაუძვირა.

ფასების ზრდასთან ერთად, „ქართული ოცნება’’ ჯარიმებსა და საჯარო სერვისების ფასებსაც ზრდის, რაც მოქალაქეებისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის:

50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50-დან 75 ლარამდე გაიზარდა ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება;

100-დან 150 ლარამდე პასპორტის აღება;

30-დან 60 ლარამდე პირადობის მოწმობის აღება;

55-დან 150 ლარამდე გაიზარდა ქონების რეგისტრაცია;

70-დან 200 ლარამდე გაიზარდა ავტომობილის რეგისტრაცია.

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვას შორის“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბიშვილი ჰყვება, რომ წულუკიანის თავდასხმამდე იყო, კონფლიქტი მასსა და ოთარ ზურაბიშვილს შორის
  • ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე და დააკავონ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge