პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველოს დემოკრატია ალყაშია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.
მისი ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს.
„ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
