Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მაჭარაშვილი: (ფასების კომისიის) დასკვნაში ვერ დავინახეთ, 1-2 თვის შემდეგ ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას

May 2, 2026
მაჭარაშვილი: (ფასების კომისიის) დასკვნაში ვერ დავინახეთ, 1-2 თვის შემდეგ ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ, ფასების კომისიის დასკვნა არ პასუხობს გამოწვევევს, რაც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს.

ამ დასკვნაში ჩვენ ვერ დავინახეთ თუნდაც ერთი თვის, ორი თვის შემდეგ, ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას – ამბობს მაჭარაშვილი.

დეპუტატი ამბობს, რომ დოკუმენტი სამეცინიერო ხასიათისაა, პარლამენტი კი მისი თქმით, სამეცნიერო ორგანო არ არის.

ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ – თქვა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ დოკუმენტს მათი მხარდაჭერა პარლამენტის პლენარული სხდომის სესიაზე თუ ექნება, მაჭარაშვილის თქმით, რადგან აღნიშნული დოკუმენტი დროებითმა კომისიამ შეიმუშავა, ჯერ ბიურომ უნდა გადაწყვიტოს გავა თუ არა ის საერთოდ სესიაზე.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებზეც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს. აქ იყო საუბარი კარტელურ გარიგებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ იყო და შესაბამისად, ფასები იმიტომ იყო ზოგიერთ პროდუქტზე მაღალი. იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია პროდუქტებზე ფასი, ვიდრე იმავე პროდუქტებზე ფასი ევროპაში და რამდენიმე თვეში ჩვენ კომისიის დასკვნაში ეს ყველაფერი ვერ დავინახეთ აღსრულების თვალსაზრისით. აქ ზოგადი კონცეფციების დონეზე მიგნებები არის, ნამდვილად, ეს ეხება მარეგულირებლის შექმნას, ეს ეხება შორს გათვლილ პოლიტიკას, მოკლევადიან პერსპექტივებს, კონკურენციის შექმნას, მაგრამ აქ არ არის კონკრეტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა. პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს.

ამ დასკვნაში ჩვენ ვერ დავინახეთ თუნდაც ერთი თვის, ორი თვის შემდეგ, ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას – თუ საერთოდ აქვს გეგმა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, არ წერია ამ დოკუმენტში, მაგალითად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რამდენ ხანში უნდა მოახდინოს რეაგირება ამასთან დაკავშირებით. რეალურად უფრო სურვილის ხასიათი ჰქონდა ამ დასკვნას და სურვილი ისედაც ჰქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, რომ ფასები დარეგულირებულიყო. პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი და კონკრეტული დავალებები უნდა იქნას მიცემული და კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც პარლამენტი მოსთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ დასკვნას. პროცედურულად ბიუროს გადაეცემა ეს დასკვნა. ამ შემთხვევაში რადგან ეს დროებითი კომისიაა და არა საგამოძიებო კომისია, ბიურო იღებს გადაწყვეტილებას, გავა ეს სესიაზე თუ არ გავა ეს დასკვნა, ასე რომ დაველოდოთ, გავა თუ არა გავა ეს დასკვნა სესიაზე.

ამ კომისიამ ბევრი რამე გამოავლინა. თავმჯდომარის საბოლოო დასკვნით სიტყვაში ძალიან ბევრი მიგნებები იყო, მათ შორის, დასკვნაში, თუ რა არის პრობლემა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და სწორია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.

კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.

დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი – აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო
  • ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – მარიამ დოლიძე გამოკითხვაზე მივიდა
  • ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ – დონალდ ტრამპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge