ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა, – ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება.
„სლოვაკურმა მხარემ ფრენის ნებართვის შესახებ სტანდარტული მოთხოვნა წარადგინა და იგი მაშინვე დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ.
ცნობისთვის, რობერტ ფიცოს მოსკოვში გაფრენისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა არ მისცეს.
