რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი – ამის შესახებ “ტვ იმედის” ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში ისაუბრა.
“მე არ ველოდებოდი იმედს, მე ვერ წარმომედგინა, რომ ამ სიგიჟეს გააკეთებდა ინგლისი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ტელევიზიას დაასანქცირებდა. რატომღაც ინგლისში, დახურულ ოთახში, ხუთმა კაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა რას უნდა უყუროს და რას არა იმისდა მიუხედავად, რომ ქართველ ხალხს თვითონ შეუძლია თავის გადასართავით გადართოს. […] რა თქმა უნდა, [სანქცირება] მადარდებდა, გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ მადარდებდეს, მადარდებდა და ვცდილობდი, რაღაცნაირად გამეგო. ის, რომ ჩემი გასვლიდან ასე სწრაფად დაასანქცირეს იმედი, დამთხვევაა? არ ვიცი, მე მაინც მგონია, რომ ამერიკის მოქალაქის ხელში უფრო რთული იქნებოდა, ალბათ” – თქვა რუხაძემ.
ირაკლი რუხაძემ “ტვ იმედი” 6 თებერვალს სიმბოლურ 1 000 ლარად გაყიდა. ტელეკომპანია დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა.
