Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა – პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა

October 8, 2026
ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა – პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა

აქტივისტი სერგი ყანჩელი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებზე ტვ პირველის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, 27 სექტემბერს, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე პირი სცემდა, იარაღითა და დანით ემუქრებოდა, საკუთარი საფლავის გათხრით აშინებდა და სექსუალურ ძალადობით ემუქრებოდა.

ყანჩაველი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა პირმა გაქცევაც შესთავაზა, თუმცა უარის შემდეგ მასზე ძალადობა გაგრძელდა.

“დაიწყო მუქარა, რომ დამაკავებენ და ციხეს მომისჯიან, ისევ რამდენჯერმე დამარტყა, მაგის მერე შემოვიდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც იყო ძალიან გაბრაზებული და ეკითხებოდა, ამდენი ხანი რატომ სჭირდება ამისთვის. მერე გავიდნენ და დაბრუნდნენ ორნი. სამი იყვნენ ჯამში. დაიწყეს ცემა, მუშტებით და ფეხებით მირტყამდნენ, მერე გამიყვანეს უფრო სიღრმეში, სასაფლაოზე და იქაც მირტყამდნენ. ერთ-ერთ საფლავის ღობესთან დამაყენეს. რამდენიმე წუთის მერე შემოვიდა სასაფლაოზე კიდევ სამი ადამიანი, როგორც მივხვდი, ისინიც პოლიციელები იყვნენ. მხოლოდ ერთს ეცვა ჟილეტი პოლიციელის. მე მეგონა, რომ რაღაც მეშველებოდა, იმიტომ, რომ იქიდან ერთ-ერთი იყო ასაკოვანი, მაგრამ არაფერი უთხრა და იმ ახალმოსული პოლიციელებიდან წამიყვანა, ყველაზე ახალგაზრდამ და მითხრა, წამოდი ვილაპარაკოთ ცოტა ხანი და გამიყვანა ცოტა მოშორებით. მითხრა, რომ არ ვარ პოლიციელი, მაგის მეგობარი ვარ, ხშირად დავდივარ მაგასთან ერთადო, მითხრა, მე მაგათ დაველაპარაკები და შენ გაიქეციო.გასაქცევი არსად არ იყო და თან ვიცოდი, რომ ეგ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ასე მეგონა, რომ უფრო ცუდი იქნებოდა თუ გავიქცეოდი და უარი ვუთხარი რამდენჯერმე, ამაზე ძალიან გაბრაზდა და დამარტყა სახეში და ნეკნებში. მერე გადამიყვანა უკან, დანარჩენებთან. მერე ერთ-ერთმა თქვა, რომ ფეხებში უნდა ვესროლოთ მაგასო და თან ამ დროის განმავლობაში მირტყამდნენ. ცოტა ხანში ერთ-ერთმა ამოიღო იარაღი და იარაღით მემუქრებოდა, მკერდზე მადებდა, თავზე და მეუბნებოდა, რომ უნდა გავშიშლებულიყავი. მერე ერთ-ერთმა მითხრა, წამოდი, ახლა შენ უნდა ამოთხარო შენთვის საფლავიო და გადამიყვანა კიდევ უფრო შორს იმ ადგილიდან, დამაგდეს საფლავზე და გააგრძელეს ცემა. ყველაზე ახალგაზრდამ ამოიღო დანა, ყელზე მადებდა და ისეც მემუქრებოდა და მირტყამდა და მერე, ცოტა ხანში ისევ ის დაბრუნდა, რომელიც იარაღით მემუქრებოდა, მეუბნებოდა რომ მომკლავდა, თან მირტყამდნენ და ამ ყველაფრის მერე, არ ვიცი რა შეიცვალა, 5 პოლიციელი გადავიდა უკვე შესასვლელისკენ, მაგრამ შორს არ იყვნენ, თვალებით ვხედავდი. მერე ახალგაზრდამ მოიხსნა ქამარი და თავისი შარვალი ცოტა ქვევით ჩაწია და მეუბნებოდა, რომ უნდა “მინეტი” გამეკეთებინა და მე ვუთხარი, რომ არ გავაკეთებდი. სხვა პოლიციელებსაც შესთავაზა, მოდით, ბიჭებოო!” – ყვება სერგი ყანჩაველი.

სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში დაწერა. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გურიაში საგანგაშო ვითარებაა, დიდი პრობლემებია სამეგრელოშიც – ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ საერთოდ აღარ იქნება“-
  • ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ოლიგარქებს, დატკბით ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს- ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი
  • დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!- ეკა სეფაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge