Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლაშა ბერიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

April 30, 2026
ლაშა ბერიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

ბრალდების მხარე ცდილობს პირის ბრალეულობის „შექმნას“ მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ სტანდარტებთან და შესაბამისი მუხლების კომენტარებთან – მოვითხოვთ ლაშა ბერიძე უდანაშაულოდ ცნოთ წარდგენილ ბრალდებებში! – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო სხდომაზე, საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისივე თქმით, „თავისუფლება არის უფლება აკეთო ის, რასაც კანონი გაძლევს“, ლაშა ბერიძემ კი აკეთა ის, რის უფლებასაც კანონი აძლევდა და აქციაზე ყოფნა დანაშაული არ არის.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ლაშა ბერიძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოში, ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩასაგდებად კი არ შევიდა, არამედ პაატა ბურჭულაძეს დაეხმარა ადმინისტრაციის ეზოს დატოვებაში, რომელსაც იმ მომენტში ე.წ. წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამო, შეზღუდული ჰქონდა მხედველობა.

„4 ოქტომბრის აქციას შეიძლება ჰყავდა ხელმძღვანელი ან\და ხელმძღვანელები, რაც აქციის მონაწილეთათვის მიმართვაში გამოიხატებოდა მაგრამ, აქციის ძალადობრივ ნაწილს, რომ არ ჰყავდა ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, (მითუმეტეს ლაშა ბერიძე), ამაზე აქციაზე განვითარებული მოვლენების ქაოსურობა, არათანმიმდევრულობა შეუთანხმებლობა, დეზორგანიზება და ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირების სხვა არათანმიმდევრული ქმედებებიც მეტყველებს.

ძალადობის ორგანიზებისათვის და ხელმძღვანელობისათვის და ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისათვის საჭიროა, რომ ლაშა ბერიძეს განეხორციელებინა შემდეგი სახის ქმედებები: ძალადობის მონაწილეთა მოძიება და შეკრება; (და არა მოწოდება შევიკრიბოთ აქციაზე) ძალადობის დაგეგმვა (როდის და სად, ვის წინააღმდეგ ვინ განახორციელებს მოქმედებას; როლების განაწილება (ვინ რას გააკეთებს) მოქმედებების კოორდინაცია პროცესის მიმდინარეობისას რესურსების უზრუნველყოფა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად „ორგანიზება“ არ ნიშნავს მხოლოდ ადგილზე ყოფნას ან მხოლოდ მონაწილეობას – იგი გულისხმობს აქტიურ, წამყვან ან დამგეგმავ როლს, რომელიც ხელს უწყობს ჯგუფური ძალადობის განხორციელებას.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას, ან ხელში ჩაგდების მცდელობას, გარკვეული უნარები სჭირდება, განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ არანაირი სპეციალური უნარი, ორგანიზება, დაგეგმვა, ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა მათი როლების, ფუნქციის და ქმედებების გადანაწილება არ მომხდარა.

დაცვის მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ თუნდაც ერთი ცრუ მოწმე მოვიდოდა სასამართლოში და იტყოდა, რომ ლაშა ბერიძის მოწოდების გამო მივიდა აქციაზე, ლაშა ბერიძემ დაავალა ნივთებისა და საგნების მოგროვება, ცეცხლის წაკიდება, ბარიკადების მოწყობა, პოლიციისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, პრეზიდენტის სასახლის ეზოს ღობის დაზიანება, ეზოში შეჭრა ან მსგავსი მოქმედება. დაკითხული მოწმეებიდან, გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, აუდიო-ვიდეო მასალიდან, მსგავსი რამ სასამართლოში არ დადასტურებულა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ლაშა ბერიძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოში, ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩასაგდებად კი არ შევიდა, არამედ პაატა ბურჭულაძეს დაეხმარა ადმინისტრაციის ეზოს დატოვებაში, რომელსაც იმ მომენტში წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამო, შეზღუდული ჰქონდა მხედველობა. ეს ფაქტი კარგად ჩანს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან. ეზოში შესვლის მოტივი პაატა ბურჭულაძის დახმარება იყო, ეზოდან გამოსვლის მოტივიც პაატა ბურჭულაძის გამოყვანა იყო.

სასამართლოში არ დაკითხულა არც ერთი პირი, არ გამოკვლეულა არც ერთი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რაც ლაშა ბერიძის ბრალეულობას თუნდაც მინიმალური სტანდარტით გამოკვეთდა. დაცვის მხარემ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში შევიყვანეთ ყველა ის პირი, (135 მოწმე) ასევე მოვითხოვეთ ყველა მტკიცებულების გამოკვლევა, (საქმეზე დართული ნივთები სულ 171 დასახელების) რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა მოპოვებული. თუმცა სასამართლომ მათი დაკითხვის და გამოკვლევის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მოგვცა იმ საბაბით, რომ ბრალდების მხარემ საკუთარი (უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებები) უდავოდ გახადა. თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაციები, (რომლებიც დაცვის მხარეს უდავოდ არ გაუხდია). გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება დათვალიერების ოქმები, რომლის შესაბამისი ვიდეოები არ გამოკვლეულა, ასევე საქმეზე დართული სხვა საგნები, ნივთები და ინფორმაციები რაც არ გამოკვლეულა სასამართლო სხდომის დარბაზში. განაჩენი, მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში ლაშა ბერიძეს ვერც უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული ვერ შეერაცხება ანუ ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა უმოქმედობით ვინაიდან, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შევიდა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის დახმარების მიზნით. იგი საკუთარი ინიციატივით და არა ვინმეს მოწოდების ან ძალისხმევის შედეგად გამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოდან. მას არც სდსს-ის წარმომადგენლებისთვის, არც გდდ-ის თანამშრომლებისთვის არც შსს-ს წარმომადგენლებისთვის არ შეუქმნია წინაღობა ან\და რაიმე სახის დაბრკოლება, რაც გაართულებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მოქმედებას მართლწესრიგის აღდგენის კუთხის და ამით გაამარტივებდა აქციის მონაწილეთა მოქმედებას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზნით. მსგავსი ქმედება ან უმოქმედობა ლაშა ბერიძეს არ ჩაუდენია, რაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

ლაშა ბერიძემ აქციაში მონაწილეთა ჯგუფს ან თუნდაც ერთ ადამიანს მისცა რაიმე სახის მითითება? – არა. კონკრეტულად ვინმეს უთხრა ვის გაეწია წინააღმდეგობა პოლიციისათვის? არა. ვის შეეგროვებინა კერძო პირთა და მუნიციპალური ქონება – არა! ვის წაეკიდებინა ცეცხლი სხვადასხვა ნივთებისთვის? – არა! ვის გაეკეთებინა ბარიკადები? – არა. ვის გადაენგრია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე? – არა! ვინმეს მოუწოდა, რომ არ შეეწყვიტათ ძალადობა ?- არა. მსგავსი ქმედებები და დავალებები, რაც დაკავშირებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასთან, ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან მისი ბლოკირების მცდელობასთან, ლაშა ბერიძის მხრიდან განხორციელებული არ არის და სასამართლოშიც ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მტკიცებულებები არ გამოკვლეულა.

2025 წლის 4 ოქტომბერს, აქციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, სატელევიზიო ეთერებში გაშუქდა ინფორმაცია სადაც პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე ერთად დგანან რა დროსაც პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ჩვენ ვართ აქციის ორგანიზატორები. ყველა ბრალდებულმა მათ შორის ბატონმა პაატა ბურჭულაძემ განმარტა, თუ რატომ მოხდა ჟურნალისტების წინაშე აღნიშნული განცხადების გაკეთება. ლაშა ბერიძემ, კიდეც რომ თქვას: დიახ, მე ვარ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ან რომ თქვას, მე შევეცადე ხელში ჩამეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და განმეხორციელებინა მისი ბლოკირება, გამოკვლეული მტკიცებულებები მაინც არ იძლევა საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასება აჩვენებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რომელიც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისათვის – კერძოდ, ბრალდება არ არის დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ფასები დასტაბილურდება და შესაბამისად, დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონზე” – “გალფის“ წარმომადგენელი
  • 33 მილიონერი დეპუტატი! 379 967 სოცდაუცველი ბავშვი! – საპროტესტო წარწერა ხონში
  • “არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი” – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge