Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ დააძალო კითხვა, შეწყვიტოს, როცა აღარ უნდა, დაიწყოს, საიდანაც სურს” – როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა: პოეტ ნატო ინგოროყვას რჩევები

October 8, 2026
“არ დააძალო კითხვა, შეწყვიტოს, როცა აღარ უნდა, დაიწყოს, საიდანაც სურს” – როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა: პოეტ ნატო ინგოროყვას რჩევები

“არ დააძალო კითხვა, შეწყვიტოს, როცა აღარ უნდა, დაიწყოს, საიდანაც სურს” – როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა: პოეტ ნატო ინგოროყვას რჩევები
წიგნ­ზე, მის სიყ­ვა­რულ­ზე, წიგ­ნის კი­თხვა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვსა­უბ­რობთ პო­ეტ­თან, მთარ­გმნელ­თან და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ნატო ინ­გო­როყ­ვას­თან. მისი ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლია შვი­დი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი. ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სურ, უკ­რა­ი­ნულ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ, ეს­პა­ნურ, ლიტ­ვურ, სომ­ხურ და ბე­ლა­რუ­სულ ენებ­ზე.

ნატო ინ­გო­როყ­ვა პა­რა­ლე­ლუ­რად ეწე­ვა აქ­ტი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას:

არის ჟურ­ნალ “მას­წავ­ლებ­ლის“ და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ mastsavlebeli.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. ილი­ას და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობს “მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის“ და “მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის“ კურსს. ასე­ვე ავ­ტო­რი წიგ­ნე­ბი­სა: “მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ და “მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა, ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვი­დან.“

– ქალ­ბა­ტო­ნო ნატო, რა იყო პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­ი­კი­თხეთ და რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გიქ­მნათ?

– პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი უფრო მოს­მე­ნით იყო, ვიდ­რე წა­კი­თხვით. უფ­რო­სე­ბი ან გვი­კი­თხავ­დნენ, ან გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. ჩვენს ფარ­თოდ გა­ხე­ლილ თვა­ლებს იმახ­სოვ­რებ­დნენ და ჩვენს აბე­ზარ შე­კი­თხვებს და­უ­ზარ­ლად პა­სუ­ხობ­დნენ. წა­კი­თხვით რაც მახ­სენ­დე­ბა, შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ იყოს პირ­ვე­ლი, მაგ­რამ ასე მახ­სოვს – იყო და არა იყო რა, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი და მე­ო­რე, რაც არ მა­ვი­წყდე­ბა – ჰა­რი­ეტ ბი­ჩერ სტო­უს “ბი­ძია თო­მას ქოხი“ იყო. ბევ­რი ვი­ტი­რე. სიკ­ვდილ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბის სიმ­წა­რის გემო ახ­ლაც მახ­სოვს.

– სა­ბო­ლო­ოდ რა ასაკ­ში და­უ­ახ­ლოვ­დით წიგნს?

– არც ეგ მახ­სოვს. ციფ­რე­ბით არ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ეს რო­მელ ასაკ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ ჩემი მათ­და­მი სი­ახ­ლო­ვე და სიყ­ვა­რუ­ლი გამ­ძლე აღ­მოჩ­ნდა და დღემ­დე ერ­თად ვართ…

– რო­გორ ფიქ­რობთ, ბავ­შვებს რო­გორ უნდა შე­ვაყ­ვა­როთ წიგ­ნის კი­თხვა?

– დღეს სი­ტყვე­ბის სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ. თუ რა­ი­მეს ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა შე­უძ­ლია, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი – სი­ტყვაა.

წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა რთუ­ლი არ არის. შე­თხზულ ამ­ბავს მა­გი­უ­რი ძალა აქვს. სურ­ვი­ლი, გა­ი­გო შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, წიგ­ნის წა­კი­თხვის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას აღ­ვი­ვებს. ინ­ტე­რე­სი გი­ბიძ­გებს გა­აგ­რძე­ლო კი­თხვა… კი­თხვი­სას აღ­მო­ა­ჩენ, რომ პრო­ცე­სი, უბ­რა­ლოდ, სა­სი­ა­მოვ­ნოა. რო­დე­საც ამას გა­ი­თა­ვი­სებ, უკვე კი­თხვის გზა­ზე დგე­ბი…

მშო­ბელ­მა უნდა აჩ­ვე­ნოს შვი­ლებს, რომ კი­თხვა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბაა. სა­ა­მი­სოდ კი სა­ჭი­როა მათ­თვის, სულ მცი­რე, იმ წიგ­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლე­ბიც მოს­წონთ და ამით კი­თხვის ხელ­შე­წყო­ბა.

ბავ­შვს კი­თხვის სურ­ვი­ლი არ უნდა გა­ვუქ­როთ, მა­ში­ნაც კი, როცა ჩვე­ნი აზ­რით, ის “კარგ წიგნს“ არ კი­თხუ­ლობს. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ჩვენ არ მოგ­წონ­დეს, სხვა, უკე­თე­სი წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვის გზაა.

არის რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დი­ლი წესი, რო­მე­ლიც უნდა გვახ­სოვ­დეს – არ და­ა­ძა­ლო კი­თხვა, შე­წყვი­ტოს, როცა აღარ უნდა, და­ი­წყოს, სა­ი­და­ნაც სურს და წა­ი­კი­თხოს ის, რაც აინ­ტე­რე­სებს, რაც გა­ა­ცი­ნებს, აა­ტი­რებს, და­ა­ფიქ­რებს, გა­აბ­რა­ზეს თუ ემ­პა­თი­ურს გახ­დის.

– რა წიგ­ნი აღ­მოჩ­ნდა ისე­თი, რო­მელ­მაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა? ან უკე­თეს ადა­მი­ა­ნად გაქ­ცი­ათ? შე­საძ­ლოა, რა­ი­მე არც ისე კარ­გი თვი­სე­ბა გა­მო­გის­წო­რათ?

– ეს ერთი წიგ­ნის ამ­ბა­ვი ვერ იქ­ნე­ბა. წიგ­ნე­ბი შიგ­ნით მზე­რას გვიბ­რუ­ნე­ბენ და სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვებ­თან იგი­ვე­ო­ბის ამ­ბავს გვიმ­ხე­ლენ.

– რო­მე­ლი­მე და­დე­ბით პერ­სო­ნაჟს ხომ არ გა­მო­ყოფ­დით, რო­მე­ლიც თქვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თოა? თუმ­ცა, ხომ შე­იძ­ლე­ბა ან­ტიგ­მირ­მაც გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს მკი­თხვე­ლის და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე?

– სა­მა­გა­ლი­თო არ ვიცი, მაგ­რამ “ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ , “სტუ­მარ-მას­პინ­ძლის“ და “გვე­ლის მჭა­მე­ლის“ წამ­კი­თხვე­ლი თუკი ხარ, პა­სუ­ხე­ბი გეს­მის…

– რა ჟან­რის წიგ­ნის კი­თხვა გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას?

– “პო­ე­ზია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა“…

– რო­მე­ლია თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მელ­საც ხში­რად ფურ­ცლავთ?

– აქაც ერთი წიგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა ძნე­ლი ამ­ბა­ვია. კი­თხვი­თაც კი რამ­დე­ნი­მეს ვკი­თხუ­ლობ ერ­თდრო­უ­ლად. ბო­ლოს რაც წა­ვი­კი­თხე და ვერ ვი­ვი­წყებ და ვუბ­რუნ­დე­ბი კი­დეც – ის­მა­ილ კა­და­რეს “მკვდა­რი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლია“ და მი­სი­ვე “გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი,“ ოლგა ტო­კარ­ჩუ­კის “და­უდ­გო­მელ­ნი,“ ხუან რულ­ფოს – “პედ­რო პა­რა­მო“, არუნ­და­ტი როის “წვრილ­მა­ნე­ბის ღმერ­თი“ და პო­ე­ზი­აა, რო­გორც გი­თხა­რით, უპირ­ვე­ლე­სი სა­კი­თხა­ვი.

– რაში გეხ­მა­რე­ბათ წიგ­ნის კი­თხვა?

– რომ ვი­ცხოვ­რო რე­ა­ლო­ბა­სა და ფიქ­ცი­ა­ში, რომ ვწე­რო…

– რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია, დღე­ში რა დრო უნდა და­უთ­მოთ კი­თხვას?

– კი­თხვის დრო ყო­ველ­თვი­საა – არ დავ­თვა­ლოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!
  • “ნარინჯისფერი ჭირი“ – ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge