Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა სტრატეგიული გეგმების პრეზენტაციის ღონისძიებაზე 220 000 ლარს დახარჯავს

April 30, 2026
“საქართველოს რკინიგზა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს რკინიგზა” სტრატეგიული გეგმების პრეზენტაციის ღონისძიებაზე 220 000 ლარს დახარჯავს – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ “საქართველოს რკინიგზა” გამარტივებული წესით სტრატეგიული გეგმების პრეზენტაციის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებას და მის პირდაპირ ეთერში გადაცემას ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 220 391 ლარია.

როგორც გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზაში იწყება ისტორიული განახლება. კომპანია გეგმავს მათ შორის ლოკომოტივების, ვაგონების, სამგზავრო მატარებლების შესყიდვას, ასევე ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების და მოძრავი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომპანიას ამ ტიპის განახლება/გაჯანსაღება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ გეგმების მთავრობისა და მაღალი რანგის სტუმრებისთვის წარდგენა, რაც ხელს შეუწყობს მისი განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას და დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ამ მიზნით, საჭიროა ღონისძიების ორგანიზება, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და შესაბამის სექტორში მოქმედი მნიშვნელოვანი სუბიექტების უშუალო მონაწილეობას, აგრეთვე, ღონისძიების გადაცემას პირდაპირი ეთერის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირების მიზნით” – ამბობენ რკინიგზაში და განმარტავენ, რომ ღონისძიება წინასწარ ვერ დაიგეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობდა ღონისძიების თარიღის დაზუსტება.

BMG-ის ცნობით, ღონისძიება დაგეგმილია არაუგვიანეს 2026 წლის 10 მაისს.

რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 29 აპრილის დადგენილებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს „ღონისძიების“ ორგანიზების მომსახურების შესყიდვა შპს „HD EVENTS“-ისგან და ქეითერინგ მომსახურების შესყიდვა შპს „პარაგრაფ თბილისი სითი“-სგან გამარტივებული შესყიდვის გზით. პირდაპირ ეთერში ტრანსლირების მომსახურების შესყიდვა კი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სგან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ფასი, რომელიც გაქვთ, მაინც ტვირთია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ფასი არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი” – ნინო წილოსანი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს
  • თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის 24 მილიონიანი ლარის ღირებულების შესყიდვები გამოცხადდა
  • “არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებდა საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვისკენ ან ისეთი ქმედებისკენ, რაც შეიძლება შეფასდეს დემორალიზაციად” – ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge