ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
“დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს, სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალ პროფესიონალურ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
