ირაკლი კობახიძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, კახა კალაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვაზიანში გაიმართება.
