ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ დღეს საქართველო აღიქმება როგორც ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა, განსაკუთრებით დასავლელი ინვესტორებისთვის და ამას ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს.
“რა თქმა უნდა, საკითხი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და როგორ აღიქმება რისკი ინვესტორის მიერ. დღეს საქართველო აღიქმება როგორც ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დასავლელი ინვესტორებისთვის. ამას აქვს ბევრი ობიექტური მიზეზი. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დღეს ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთოს, ეს არის ის, რომ თუნდაც შეარბილოს მისი რიტორიკა და მეტ-ნაკლებად შეეცადოს დააბალანსოს ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. რასაც მე სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებში და ჩვენი მმართველი ძალის მხრიდან.
დასავლეთთან ურთიერთობების დაბალანსებაა საჭირო, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს [ინვესტიციებს]. იმიტომ რომ უცხოელი ინვესტორი, დასავლეთიდანაც რომ არ იყოს, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანაში არის ასეთი დაპირისპირება დასავლეთთან, ის ფეხს ითრევს ასეთ ქვეყანაში ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან პრინციპში არავის არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ბევრ ინვესტორს დასავლეთშიც აქვს ინვესტიციები და მას სულ არ უნდა ისეთ ქვეყანაში ჰქონდეს აგრეთვე ინვესტიცია, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებულია და დასავლეთში შეიძლება შეექმნას შემდეგ პრობლემები. ამიტომ ამას აქვს საკმაოდ ძლიერი ნეგატიური ეფექტი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მგონი დღესდღეობით ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არასახარბიელო არის ამ თვალსაზრისით და ალბათ ყველაფერი გამოსწორებადი არ არის, მაგრამ რაღაც ნაბიჯები მაინც უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ დაბალანსდეს დასავლეთთან ურთიერთობა” – ამბობს BMG-სთან ინტერვიუში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია.
