იტალიაში მოღვაწე საოპერო ვარსკვლავმა, ნინო სურგულაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ბედნიერია და ევროინტეგრაციის დიდი იმედი აქვს.
“იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატტარელლას მიწვევით დავესწარი ვახშამს, რომელსაც ესწრებოდა ქართული დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით. მიღებაზე იტალიელებმა და ქართველებმა კიდევ ერთხელ გავიზიარეთ კულტურათაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა და იმ დიდ გზაზე მხარდაჭერა, რაც ჩვენ ქვეყნას – საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სჭირდება.
იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა, სადაც ჩემი წარმატებები იღებს სათავეს, ჩემი სიამაყე, სტიმული და 20-წლიანი სასცენო მოღვაწეობის სიმყარე ის სითბო და სიყვარულია, რაც იტალიელი ხალხისგან მომყვება.
ბედნიერი ვარ, რომ ძვირფას იტალიასთან ერთად
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში იტალიას სწორი და მართებული პოზიცია უჭირავს საქართველოსთნ დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, ევროინტეგრაციის ამ ბოლო მომენტში მხარდაჭერას გამოგვიცხადებს.” – წერს სურგულაძე
აღნიშნულ პოსტს მან საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებთან ერთად გადაღებული სურათიც დაურთო: