Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებთ” – სარჯველაძე ფილფანს

April 29, 2026
“ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებთ” – სარჯველაძე ფილფანს

მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, პარტია გახარია-საქართველოსთვის დეპუტატს, ვიკა ფილფანს უთხრა, რომ ის “ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებს”.

“უბრალოდ განცვიფრებული ვარ, როგორ შეგიძლიათ სრულიად უტიფრად, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის რაღაც საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე ამ თემის [დიუშენით დაავადებული ბავშვები] რაღაცნაირად მიწებება და ა.შ. – სრულიად არანორმალური და ავადმყოფური ტყუილები, ავადმყოფური გამონაგონები, რომელსაც თქვენ ტირაჟირებთ, მარტო იმიტომ, რომ ამ ტყუილითა და თითქოს ყალბი ეპატაჟურობით იქნებ სადმე პოპულარულობა მოიპოვოთ. ეს სწორი არაა და რჩევას მოგცემთ, ასეთი მეთოდებით ოპერირება დაივიწყეთ, ეს უსინდისობაა. ავადმყოფურია იმიტომ, რომ ეს ნორმალური არაა – ამ სიტყვის არასწორად ტირაჟირებას ნუ ცდილობთ. ავადმყოფური ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქცევა ნორმალური არ არის. დიახ, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ. შეურაცხყოფა არაა, რეალურად ეს კლინიკური მდგომარეობის ახსნაა. დიახ, ამას გეუბნებით”. – უთხრა სარჯველაძემ ფილფანს.

ვიკა ფილფანმა მიხეილ სარჯველაძეს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანასთან დაკავშირებით უთხრა: – “თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარი რომ არ გადაიხადა, ასეთი შეუვალი მაშინ რატომ არ იყავით?”.

სარჯველაძის ნათქვამს ფილფანი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

“ამ წუთას ჯანდაცვის მინისტრმა გასალანძღად გამოიყენა სიტყვა “ავადმყოფი”! ჯანდაცვის მინისტრმა! ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს ჯანდაცვის სისტემას”. – დაწერა ფილფანმა facebook-ზე.

დღეს, 29 აპრილს, მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ის დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის წამლების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას პარტიამ დაიბარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებზე 45 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
  • გაამართლეს მძღოლი ადიგენში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge