Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“იაფფასიანი სპეკულაციები, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის” – მიხეილ სარჯველაძე

April 29, 2026
“იაფფასიანი სპეკულაციები, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის” – მიხეილ სარჯველაძე

რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ­ლარით ნაკლები გადაიხადა – იაფფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასი განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე.

„რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ, საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70-80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც ეს მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე. ეს საშუალოდ 40%-იანი სხვაობაა იმასთან შედარებით, რაც ამ პოლიტიკის გარეშე იქნებოდა.

რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა აღინიშნოს ქრონიკული დაავადების მართვის მედიკამენტების ფარგლებში პროგრამაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. მუშაობას ამ მიმართულებით კვლავ აგრძელებს სახელმწიფო, რათა მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური დაცულობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ფუნქციონირებს შშმ პირთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ.

იაფფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის. ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო მაღალი ხარისხის საშუალება უზრუნველყოფილია ამ პროგრამის საშუალებით“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა
  • “ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“ – აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე
  • “ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებთ” – სარჯველაძე ფილფანს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge