„ნაცმოძრაობას“ თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რაც ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ეს ვერ იქნება იმის განმაპირობებელი, რომ მათ ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელი არ შევიტანოთ – ამომრჩეველი ჰიტლერსაც ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციურ ალიანსში“ დაპირისპირება აშკარაა და კიდევ უფრო გამძაფრდება.
„რადიკალები სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენენ. ისინი ქართველი ხალხის ნაცვლად უცხო და გარე ძალებს ხვდებიან. შეხვედრების ნაცვლად სადღაც ოთახებში იკეტებიან და დახურულ შეხვედრებს იქ აწყობენ, რომელსაც რატომღაც ღიას უწოდებენ, მაგრამ როგორც ვნახეთ, არანაირი ღიაობა იქ არ არის. თავისივე ბელადის მომხრეები არ შეუშვეს, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს სკანდირებდნენ. მათ შორის დაპირისპირება აშკარაა და კიდევ უფრო გამძაფრდება. რადიკალების წარუმატებლობის პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ, დაპირისპირებაც რეალურად, წინ გვაქვს.
ის, რომ ანტიკონსტიტუციურ „ნაცმოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ჰყავს, ეს ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ეს ვერ იქნება იმის განმაპირობებელი, რომ მათ ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელი არ შევიტანოთ და იმის იმედი არ გვქონდეს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა წილოსანმა.
