Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა კარგად ჩაუტარეს მეუფე შიოს კამპანია” – გოჩა მირცხულავა “მეტრონომთან”

May 1, 2026
“საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა კარგად ჩაუტარეს მეუფე შიოს კამპანია” – გოჩა მირცხულავა “მეტრონომთან”

პოლიტიკურად აღმოვჩნდით რუსეთის მხარე, რელიგიურ კონტექსტში კი უკვე რუსეთის მოკავშირეებად ვიჩეკებით საბოლოოდ. ეს მოხდება, თუ გაერთიანებულ კრებაზე საბოლოოდ ასე იქნება დადასტურებული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამღვდელოებისა და ეპისკოპოსების უმეტესობა ვერ ხვდება, რა ნაბიჯს დგამს, რა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს – ამის შესახებ ანალიტიკოსმა და ეკლესიის საკითხთა მკვლევარმა, გოჩა მირცხულავამ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა კარგად ჩაუტარეს მეუფე შიოს კამპანია და ეს კამპანიაც არ არის. იმ ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც მეუფე შიოს მისცეს ხმა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამომავლო განვითარებას ზურგში დანა ჩაარტყეს. ამიტომ ეს სწორად ჩატარებული კამპანია არ არის, ამას ვერ ვიტყვი. ეს არის საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩადენილი გარკვეული გეგმა, ეს ერთი და მეორეს მხრივ ეს არის რუსეთის სასარგებლოდ ჩადენილი ქმედება .

პერსონიფიცირებას აქ, მე ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეს მკვეთრად გამოხატული რუსი კანდიდატი გვყავს, რომელსაც პირდაპირ დააკისრა კონკრეტული ფუნქცია რამდენიმე დღის წინ რუსეთის მღვდელმთავარმა, პატრიარქმა კირილმა, და თქვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ისეთი ვინმე გახდესო, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებსო. მე მგონი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის უმრავლესობა როდესაც ამ დირექტივას დაჰყვა, ისინი ვერ ათვითცნობიერებდნენ, რომ ჩაერთნენ საღვთო ომში უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც ამავდროულად აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო. სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური და ვთქვათ, სპექტრი გვიმტკიცებდა იმას, რომ ჩვენგან მეორე ფრონტს ითხოვდნენ, გვიმტკიცებდნენ ათას სისულელეებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურად აღმოვჩნდით რუსეთის მხარე, რელიგიურ კონტექსტში კი უკვე რუსეთის მოკავშირეებად ვიჩეკებით საბოლოოდ. ეს მოხდება, თუ გაერთიანებულ კრებაზე საბოლოოდ ასე იქნება დადასტურებული ეს საკითხი, თუ არა და ეს არის უდიდესი რისკი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამღვდელოებისა და ეპისკოპოსების უმეტესობა ვერ ხვდება, რა ნაბიჯს დგამს, რა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. ამ ომში რეალურად ჩავრჩით” – თქვა გოჩა მირცხულავამ “მეტრონომთან”.

საეკლესიო საკითხების მკვლევარის განცხადებით, ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში,  აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც რუსეთი, ისე გავლენიანი ბიზნესწრეები, რაც, მისი თქმით სხვადასხვა გავლენებისა და ინტერესების ფონზე ვითარდება და დამატებით კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

“საკმარისი აღმოჩნდა რუსეთი, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მათ ემუშავათ.  განსაკუთრებით სასაცილო იყო ის მდგომარეობა, როდესაც თავის დროზე, ათი წლის წინ, მღვდელმთავრები აღშფოთებულები იყვნენ, რას ჰქვია პატრიარქს გადადგომა მოსთხოვესო, და ზუსტად იმ ბიზნესმენს ჩამოუსხდნენ გუგულებივით, ვინც პატრიარქის გადადგომას ითხოვდა ან რეკომენდაციას უწევდა თავის დროზე, თქვენ წადით პენსიაზეო. ამავე პერსონას ჩამოუსხდნენ და მასთან ერთად განიხილავდნენ საკითხს იმასთან მიმართებაში, რომ შიო უკეთესი იყო და გრიგოლ ბერბიჭაშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა არჩეულიყო.

ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ბრმაც არის, ყრუც არის, შეუგნებელიც და გაუნათლებელიც და ნუ, რაც ერი, ის ბერი, როგორც იტყვიან.

რაც შეეხება კანდიდატებს, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც საქართველოს დააშორებდა რუსეთს ან ჩარჩოში ჩასვამდა გარკვეულ წილად, არ იქნებოდა რუსეთის ერთპიროვნული დირექტივების შემსრულებელი სამომავლოდ, რუსული იდეოლოგიისა და რუსული ეკლესიის იდეოლოგიების რეალიზატორი საქართველოში, აბსოლუტურად მისაღები იყო. მეუფე იობსა და გრიგოლ ჰქონდათ შესაძლებლობა ამ წმინდა ქართულ და წმინდა ქრისტიანულ ცხოვრებას გაჰყოლოდნენ. ორივე კანდიდატი შესაძლებელია სხვადასხვა გზებით, მაგრამ ამ მიმართულებით წავიდოდნენ. მათი მიმართულება იქნებოდა ქრისტეს დაბრუნება ეკლესიაში და ეკლესიის სამღვდელოების მისვლა ხალხთან.

აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, როგორც მოექცა წმინდა სინოდი მეუფე ისაიას და მეუფე დანიელს, თუმცა მეუფე დანიელთან, რომელსაც აფხაზეთის ტკივილი განსაკუთრებით კარგად უნდა ესმოდეს და ისიც უნდა ესმოდეს, რას ნიშნავდა რუსეთის ეს განცხადება, რას ნიშნავდა რუსეთის პატრიარქის განცხადება, მან ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ეგზარქოსის სასარგებლოდ, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მისთვის და მისი კლანის წევრებისთვის. მეუფე დანიელთან დაკავშირებით ნამდვილად დამწყდა გული იმასთან მიმართებაში, რომ მას შეეძლო ხმა არავისთვის არ მიეცა, მაგრამ რუსული არჩევანი არ უნდა გაეკეთებინა და ეს არის სამარცხვინო და ეს იქნება უდიდესი ლაქა მის ბიოგრაფიაში” – ამბობს გოჩა მირცხულავა “მეტრონომთან”.

მირცხულავას განცხადებით, ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და გადაწყვეტილებები, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალს, ხოლო ცალკეული სასულიერო პირების ქმედებები და პოზიციები აჩენს კითხვებს როგორც დამოუკიდებლობაზე, ისე ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ განვითარებაზე

“რა თქმა უნდა, რაღაცები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ მონური მენტალიტეტის ეპისკოპოსები პოზიციას არ შეიცვლიან, როგორც ცარიელი ხორბლის თავთავი ქარში ხან იქით გადაიწევს და ხან აქეთ, ისე ვიღაცა სადღაც ძალას იგრძნობს და იქით წავა და რაღაცები, მაგრამ არ ვიცი. პირველ ეტაპზე იყო აბსოლუტური იმედი იმასთან მიმართებაში, რომ გაკეთებულიყო ქართული ქრისტიანული საქმე, გაკეთებულიყო ისეთი არჩევანი, რომელიც ჩვენ საშვილიშვილოდ დაგვიტოვა კირიონ მეორემ, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერ ეკლესიას და ხალხს აქვს რელიგიური გამორკვევის უფლებაო და ეს სიტყვები ნათქვამი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტში. გუშინ სხდომაზე კირიონ მეორე მეორედ მოკლეს, მაშინ ვინ მოკლა თავისი ვერსია არსებობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დაკვეთით, და ახლა ვინ მოკლა კირიონ მეორე სახელებით და გვარებით ვიცით.

მეუფე შიო არ ლაპარაკობს ხედვაზე და ეკლესიის სამომავლო განვითარებაზე. სიყვარულზე ლაპარაკობს და უსიყვარულობა ვნახეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, ჰოდა მას შეეძლო ეთქვა მხოლოდ ერთი რაღაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი აირჩევს ღირსეულ პატრიარქს, ვინც არ უნდა იყოს და ნებისმიერი დირექტივა უკრაინასთან დაკავშირებით თუ საქართველოს ეკლესიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ არ იქნება ნაკარნახევი უცხო ქვეყნისგან” – თქვა გოჩა მირცხულავამ.

საეკლესიო საკითხების მკვლევრის განცხადებით, ეკლესიას აქვს რესურსი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოების, განათლებისა და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა, მისი შეფასებით, ამას ვერ ახერხებს და ცალკეული სასულიერო პირების ქმედებები კრიტიკას იმსახურებს.

“ეკლესიას შეუძლია შეეხიდოს ხალხს, შეეხიდოს სახელმწიფოს, განათლებაში შეიტანოს უდიდესი წვლილი, სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში შეიტანოს წვლილი, გახადოს ადეკვატური ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებთან არ უნდათ. ძნელად, მაგრამ ქართველი ხალხი ამას გაივლის და ღმერთთან სალაპარაკოდ შიო არავის სჭირდება, მით უფრო ანანია, მით უფრო ვახტანგი, მით უფრო შალამბერიძე და ახლა უკვე მეუფე დანიელიც არ სჭირდება არავის. იმ 16 ადამიანზე არაფერს ვლაპარაკობ, ისინი თავისთავად იმდენი ხანი გაცხადებულები იყვნენ, ვის რა პოზიცია ჰქონდა, და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ ნამდვილად, რადგან საკუთარი პოზიცია დაიცვეს და დაუდგნენ მეუფე შიოს გვერდით, და ეს არის პატივისცემის ღირსი. ამ ოთხი ადამიანის ქცევა არის სამარცხვინო, პრორუსები არიან, რომლებმაც ქართულ ეკლესიას ზურგში დანა ჩაარტყეს” – განაცხადა გოჩა მირცხულავამ “მეტრონომთან” საუბრისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა კარგად ჩაუტარეს მეუფე შიოს კამპანია” – გოჩა მირცხულავა “მეტრონომთან”
  • “სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით” – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
  • უბედური შემთხვევა მარნეულში – ახალგაზრდა კაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge