უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის გამოსვლას გამოეხმაურა:
“მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და ყველა მამაც ამერიკელ გულს უკრაინის მხარდასაჭერად ატლანტის ოკეანის გაღმა ერთიანობისკენ ამ მოწოდებისთვის. ეს არის სწორედ ის, რაც საჭიროა უკრაინასა და მთელ ევროპაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. უკრაინელი ხალხი ღრმად აფასებს გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ ყოველგვარ მხარდაჭერას” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ჩარლზ III კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა.
