Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა” – მიხეილ სარჯველაძე ქეთევან ბაკარაძეს

April 29, 2026
“ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა” – მიხეილ სარჯველაძე ქეთევან ბაკარაძეს

ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც“, სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც, – ასე უპასუხა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს ქეთევან ბაკარაძეს მიხეილ სარჯველაძემ, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სარჯველაძემ ბაკარაძის გამოსვლას საინტერპელაციო თემების წარდგენისას „ყალბი პათეტიკა“ უწოდა.

„არ შემიძლია არ ვუპასუხო ჩემ წინ გამოსულ ადამიანს. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც“, სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად, ამორალურობაც. ახლა წვრილად მოგახსენებთ რატომ გეკუთვნით ყველა ეს ეპითეტი, რომლითაც მოგმართეთ. სხვათა შორის, როცა ჩემი ინიციატივით ბრძანდებოდით სამინისტროში, რა თქმა უნდა, ამ ყალბი პათეტიკის აბსოლუტური ნიშან – წყალი არ არსებობდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კამერების წინ არ მიმდინარეობდა. სადაც ზუსტად გაქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიღებული ამ საკითხის ირგვლივ, რომელთან დაკავშირებით, თქვენდა სამწუხაროდ, უბრალოდ პასუხები არ გაგაჩნიათ. არავინ მოელოდა თქვენს დღევანდელ ყალბ პათეტიკას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო.

სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის წევრების კრიტიკული შეძახილები ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საინტერპოლაციო თემების წარდგენისას მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • აპრილში საქართველოში საწვავი 15-52 თეთრით გაძვირდა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge