Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტის სხდომა, სადაც მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო

April 29, 2026
პარლამენტის სხდომა, სადაც მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო

პარლამენტის სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო.

სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის წევრების კრიტიკული შეძახილები ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საინტერპოლაციო თემების წარდგენისას მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირი.

ბაკარაძის განცხადებას ადგილიდან ყვირილი და შეძახილები მოჰყვა.

პლენარული სხდომის წამყვანმა, გია ვოლსკიმ კოლეგების დამშვიდება სცადა და მიმართა, რომ საკითხი უმძიმესია, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებება საჭირო არ იყო. ვოლსკიმ კოლეგებს სთხოვა, სხდომათა დარბაზი სიტყვიერი დაპირისპირების ასპარეზად არ გადაექციათ.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატის ქეთევან მაკარაძის გამოსვლით დაიწყო. მან მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ინსტიტუციაა და არა მოწყალების სააგენტო.

“დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავად გახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ და ხშირ შემთხვევაში ექიმი ადგილზეც არ ჰყავთ ან სამედიცინო მომსახურების ტარიფი ისეთი ძვირია, რომ ვიზიტისგან თავს იკავებენ. ამ დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით არ დგას. ჯანდაცვის სამინისტრო მოწყალების სააგენტო არ არის – ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათ სოციალურ გარანტიებზე იზრუნოს. არც სამინისტროს ბიუჯეტია თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება – ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თქვენ არა ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯბოქსისგან, პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ კითხვას, რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მოქალაქეებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლები მათი სიცოცხლის გადასარჩენად კანცელარიის წინ ღამეებს ათენებენ“, – განაცხადა ბაკარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფორმალური დიპლომის ნაცვლად მეუფე ისაია ორ ომში იყო და სამშობლოსა და ეკლესიას იცავდა, ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას” – მეუფე ნიკოლოზი
  • კრემლი ადასტურებს, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრება
  • მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge