Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიულ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ადგილი არ უნდა იყოს” – ირაკლი კობახიძე

April 29, 2026
“2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიულ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ადგილი არ უნდა იყოს” – ირაკლი კობახიძე

რეალურად თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის, შესაბამისად, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის მივმართეთ სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ქვეყანა როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ოპოზიცია, ეს წრე უნდა გაირღვეს.

„ჩვენი გადასაწყვეტია სარჩელის შეტანა, რაც შეეხება ამომრჩეველს, თავის დროზე გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიასაც ჰყავდა ძალიან ფართოდ წარმოდგენილი ამომრჩეველი, მაგრამ თავის შინაარსით იყო არაკონსტიტუციური პარტია, რომელმაც თავის დროზე გერმანიას უმძიმესი შედეგები მოუტანა. მასაც ჰყავდა თავის ამომრჩეველი ბევრად მეტი პროცენტულად, ვიდრე ჰყავს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. უკიდურესად რელევანტური შედარებაა თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება. ეს მათ დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესის რეკეტი იყო მათი ხელწერა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება და ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ უნდა იყოს ადგილი.

საუბარია 4 პოლიტიკურ პარტიაზე, ჯამში მათ აიღეს ხმების დაახლოებით 30 პროცენტი, რაც ცოტა არ არის, ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში 2024 წელს. არის სხვა ქვეყნის მაგალითი ისტორიული გამოცდილებიდან, სადაც ამაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა კონკრეტულ ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიას. ეს არ არის თავისთავად არგუმენტი. არგუმენტი არის ის, რომ თუ პარტია თავის შინაარსით არის არაკონსტიტუციური, ის უნდა აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელით მივმართეთ სასამართლოს.

სარჩელში წარმოდგენილია უამრავი არგუმენტია, მათ შორის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ამით გამოირჩეოდნენ ისინი 9 წლის განმავლობაში. როდესაც უკვე ოპოზიციაში მოღვაწეობდნენ, ისინი მუდმივად დაკავებული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფორმალური დიპლომის ნაცვლად მეუფე ისაია ორ ომში იყო და სამშობლოსა და ეკლესიას იცავდა, ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას” – მეუფე ნიკოლოზი
  • კრემლი ადასტურებს, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრება
  • მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge