Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სუს-ი ივანიშვილის პირად სამსახურად იქცა“ – ფარულავა “ქართულ ოცნებას”

April 28, 2026
“სუს-ი ივანიშვილის პირად სამსახურად იქცა“ – ფარულავა “ქართულ ოცნებას”

ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური ნაცვლად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს ებრძოდეს, ივანიშვილის პირადი ინტერესების მსახური ხდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მამუკა მდინარაძისთვის თანამდეობის შექმნის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემურად კარგავს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ გავლენებს ემორჩილება.

ფარულავამ ყურადღება გაამახვილა უწყებაში ხშირ საკადრო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესები არ უკავშირდება პროფესიულ შეფასებებს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების შედეგია.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე ცვლილებები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას ასუსტებს და საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

“მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო სუსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როცა რეგიონში უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჰიბრიდული ომის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება, ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური ნაცვლად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს ებრძოდეს, ივანიშვილის პირადი ინტერესების მსახური ხდება.
რამდენი სამადლობელი ბრიფინგიც არ უნდა გამართოთ, ფაქტია რომ მხოლოდ ერთი კაცის პირად ახირებას ემსახურებით და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ერთგულად შეასრულებთ „შავ საქმეებს“/ დავალებულ საქმეებს, ფინალი ყველასთვის მაინც ერთნაირი იქნება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სტრატეგიული უწყების ხელმძღვანელი სამჯერ შეიცვალა. თქვენც კარგად იცით, არცერთი მათგანი არც პირადი სურვილით წასულა და არც პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით. მათი წასვლა-მოსვლა პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის პირად სურვილებთან. მან სუს-ი არა სახელმწიფო უსაფრთხოების არამედ პირადი უსაფრთხოების სამსახურის დანამატად მიიჩნია.
ერთი ყოფილი ხელმძღვანელი თავად დააკავეთ თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებისა და ე.წ. „ქოლცენტრების“ მფარველობის ბრალდებით. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და კორუფციასთან ებრძოლა, თავად აღმოჩნდა კორუფციული სქემების ცენტრში.
არადა კარგად გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში როგორ თავგამოდებით იცავდით მას, როცა ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით. ახლა როგორ შეაფასებთ თქვენს მაშინდელ პოზიციას? ვინ ყოფილა მატყუარა? რამდენს გაქვთ მასთან წილი მიტანილი და საქმე ჩაწყობილი?
სუს-ის შემდეგი საგმირო საქმე, ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო უცხო ქვეყანიდან ადამიანის ჩარტერული რეისით გატაცებაა. სუსის მეორე ხელმძღვანელი ოხანაშვილი, რომელმაც ეს „ოპერაცია“ შეასრულა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მცირე ხანში სახლში გაუშვეს.
და ბოლოს, მორიგი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, რომელსაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლის წოდება მიანიჭეთ, რომლის ეფექტურობაზეც არაერთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, დღეს კოორდინაციის ფუნქციით ერთ ოთახში გამოკეტეს.
ასე იქცა სუს-ი ზოგისთვის ქონების, ზოგისთვის კი წოდებების დაგროვების ადგილად.
რამდენიმე დღის წინ, სუს-ის რიგითი თანამშრომელი დაიჭირეთ ინფორმაციის გატანის ბრალდებით, ამ ფაქტამდე 1 დღით ადრე კი, მამუკა მდინარაძე იმედის პირდაპირ ეთერში სიამაყით ყვებოდა, თუ როგორ წარმატებით დაგეგმეთ და მართეთ 4 ოქტომბრის ‘’მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაცია და როგორი წარჩინებით იმუშავეს თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს თუ დანარჩენ ოპოზიციას, რომ 4 ოქტომრის დამხობის პროვოკაცია ოცნების და სუსის ოფისში იყო დაგეგმილი, ზოგმა ნებით ზოგმა კი უნებლიეთ ამ სცენარში მონაწილეობა მაინც მიიღო და მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა.
მოგწონთ ეს სურათი? სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები? სად არის აქ სუს-ის, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრესტიჟი?
დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ორი მოწმე გვყავს:
მამუკა მდინარაძე, რომელმაც სიამაყით აღიარა თუ როგორ დაიგეგმა 4 ოქტომბერი და ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის დროზე აღიარა, რომ ოპოზიციაში უამრავი აგენტი ჰყავს ანიტების სახით.
დასასრულს, მსურს პატივისცემითა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია კეთილსინდისიერად ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. თუ დღეს საერთოდ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და სტაბილურობაზე, სწორედ ღირსეული პროფესიონალების, მსახურების შედეგია.
თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ ის ფუფუნება, რომ სულ რაღაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლობამდე „დაწინაურდნენ“. მათთვის წოდება წლობით გაწეული შრომით მოიპოვება და არა პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ.
სუს-ი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს უსაფრთხოებას და არა ერთი პირის პირად ინტერესებს” – თქვა სხდომაზე გიგა ფარულავამ.

პარლამენტში დღეს ის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა და რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძისთვს ახალი თანამდებობის შექმნას გულისხმობს.

მდინარაძემ სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, თუმცა სუს-ის ყოფილ უფროსს არც თანამშრომლები ეყოლება და არც საკუთარი ბიუჯეტი ექნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პატრიარქობის სამი კანდიდატს ვინაობა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge