“იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას ღირსეულად გააგრძელებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეკლესიის ისტორიული მისია დამოუკიდებლობის გამყარება და საზოგადოების გაერთიანებაა.
‘იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას – საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარება – და პატრიარქის გზას – საზოგადოების გაერთიანება – გააგრძელებს ღირსეულად!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.
გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.
