გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.
„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პუტინმა.
