ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ქალი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
“კოალიცია ცვლილებების” ლიდერი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა.
“მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა, აღფრთოვანება და სიყვარული ქუთაისელების მიმართ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!
ძალიან მნიშვნელოვანი, სიმართლის, სიკეთის და დიდი ძალის მატარებელი იყო ეს აქცია! ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს.
ქუთაისის აქცია კი იყო ის მაგალითი, რომელიც მაქსიმალურად გვჭირდება ახლა!
ალიანსს მოკითხვაც დავაბარე თქვენთან!
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციაა!
რუსთავის ქალთა ციხე”- წერს ის.
