Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლოში, დღეს, შესაძლოა ერთმანეთს სააკაშვილი და მელია შეხვდნენ

April 27, 2026
სასამართლოში, დღეს, შესაძლოა ერთმანეთს სააკაშვილი და მელია შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია ერთამენთს დღეს შესაძლოა სასამართლოში შეხვდნენ. დღის 15:00 საათზე ოპოზიციის რვა ლიდერის დევნის საქმეზე პროცესია ჩანიშნული.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვა.

ნიკა მელიას განცხადების მიმართ დღეს განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, რაც ბოლო დროს მესამე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილებთან არის კავშირში.

სასამართლო სხდომა დახურული იქნება. ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ ოპოზიციის დევნას ემსახურება.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა უნდა წარვადგინოთ შესავალი სიტყვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, გამოყენებული იქნას კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტები პოლიტიკოსების წინააღმდეგ. გასამართლება ხდება აბსურდული, მოგონილი ბრალდებებით ე.წ. საბოტაჟის მუხლით.

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება თუ ჩავთვლით იმ ეწ. მტკიცებულებებს, სადაც რამდენიმე ერთი თუ ორი პოლიციელი ადასტურებს იმას, რომ ნიკა მონაწილეობას იღებდა როგორც პოლიტიკური ლიდერი აქციებში”, – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

საქმის აბსურდულობასა და მტკიცებულებების არასებობაზე საუბრობს კიდევ ერთო ადვოკატი ბექა ბასილაიაც.

“გაგრძელდება სასამართლო განხილვა პროპაგანდისტული, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება ზვიგენთან სელფის გადაღების თაობაზე მოწოდება. ყველას კარგად ესმის, რამდენად აბსურდულია ეს საქმე. ამ საქმის ფარგლებში ბრალდებულ სხვა პოლიტიკოსებს ასევე სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები აქვთ წარდგენი, რამდენადაც ხელისუფლებას სურს, გამოიყენოს პროკურატურა, სასამართლო ინსტრუმენტად პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რათა მათ მიმართ მიმდინარეობდეს მრავალწლიანი სასჯელი სანქცირებული მუხლებით დევნა და ნებისმიერ მომენტში ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს საქმე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის გასანეიტრალებლად”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღევანდელ პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ელენე ხოშტარია. ასევე სხდომაზე არ იქნება ატც გიორგი ვაშაძე. ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფება. სწორედ ამ მიზეზების გამო, არ არის გამორიცხული, დღევანდელი სასამართლო სხდომა არ ჩატარდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
  • ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილსა და პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა დასრულდა
  • “გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება – გაგეგდოთ ბარემ პირდაპირ” – ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge