Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ შეაჩერა ფასების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა? – რა პასუხი აქვთ “ქართულ ოცნებაში”

April 27, 2026
რატომ შეაჩერა ფასების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა? – რა პასუხი აქვთ “ქართულ ოცნებაში”

ფასების კომისიის მუშაობა მესამე კვირაა შეჩერებულია. ამ დრომდე სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის. კითხვაზე, რატომ გაჩერდა პროცესი და როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა, “ქართულ ოცნებაში” ვერ პასუხობენ – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კონკურენციის ნაკლებობა და სავარაუდო კარტერული შეთანხმებები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მისი თქმით, კომისიაზე მოსმენილმა ბიზნესის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ ბაზარზე კონკურენცია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით, თავმჯდომარეს ჰკითხეთ… ერთადერთი, რაც კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, ეს არის რომ, ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფო უწყებამ, ეს იქნება ანტიმონოპოლიური სამსახური არსებული თუ შეძენილი ფუნქციებით, უნდა მოახდინოს პოზიტიური ჩარევა ამ პროცესში. კონკურენცია, უბრალოდ, არ არსებობს და არის კარტერული გარიგებები. აი, ეს არის ჩვენი პოზიცია. იქ რაც ვნახეთ, ვინც მოვიდა ბიზნესმენები, საცალო ქსელის წარმომადგენლები, აქედან ჩანს უკვე, რომ არის კონკურენცია პრობლემატური”, – ამბობს მაჭარაშვილი.

“ქართულ ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ კომისია შესაძლოა დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტიოს და ვადების გახანგრძლივება გახდეს საჭირო.

ლადო ბოჟაძის განცხადებით, კომისიის მუშაობა აპრილში უნდა დასრულდეს და იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში შედეგები უკვე გამოჩნდება.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესთან შეთანხმებით მიიღება და შესაძლოა, პროცესმა რეკომენდაციების ფორმა მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი, არ გამოირიცხება საკანონმდებლო ცვლილებებიც.

“აპრილში უნდა დასრულებულიყო მუშაობა და დაველოდოთ, ამ კვირაში, წესით, პრინციპში, უკვე უნდა დასრულდეს როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო კომისიის მუშაობა. თუ ამის საჭიროება გახდა, რომ ვადა გაგრძელდეს, არ ვიცი ეს რამდენად დადგება დღი წესრიგში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველა ნიუანსი არ იქნება გავლილი და ბიზნესთან შეთანხმებული არ იქნება გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთი სრწაფი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

ეს შეიძლება, იყოს რეკომენდაციების დოკუმენტი რა როგორ უნდა გაკეთდეს. თუ საკანონმდებო ცვლილებები იქნა საჭირო, ბუნებრივია, პარლამენტი ამისთვის მზად იქნება. მიდის მუსაობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა და ფასების შემცირება”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სავარაუდოდ, გამოკვეთილი კანდიდატი ალბათ იქნება მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო” – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი
  • 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ცერემონიების სასახლეში ხვდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge