Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

July 7, 2026
ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის პროცესი დასრულდა. დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ დაკავებულ ჟურნალისტთან შემხებლობა არასდროს ჰქონიათ და ერთ-ერთმა მათგანმა ელისო კილაძის შვილს, მარიამ ხარშილაძეს ბინა მიჰყიდა, ხოლო მეორემ მანქანა.

უფლებადამცელი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ დღევანდელი ჩვენებით დადასტურდა, რომ “არანაირი პირდაპირი და ირიბი კავშირი ამ ჩვენებებს არ გააჩნდათ წარდგენილ ბრალდებასთან”.

“ჩვენ შევამოწმეთ რელევანტურობის საკითხი, ეს ნიშნავს, რომ რა კავშირი აქვს ამ ჩვენებას წარდგენილ ბრალდებასთან და აქვს თუ არა მტკიცებულებითი მნიშვნელობა ბრალდების ნაწილში. დადასტურდა, რომ არანაირი პირდაპირი და ირიბი კავშირი ამ ჩვენებებს არ გააჩნდათ წარდგენილ ბრალდებასთან. მე ისიც არ ვიცი, რატომ მოიყვანა ბრალდების მხარემ ეს მოწმეები, რას ნიშნავდა არც ეს არ ვიცი, უბრალოდ დავადგინეთ, რომ კავშირი არ აქვთ. ელისო კილაძეს არ შეუძენია არაფერი ამ ადამიანებისგან, არ იცნობენ ელისო კილაძეს, საერთოდ გაგონილი აქვთ ვინ არის, მაგრამ პირადი ურთიერთობა არცერთი სახის კომუნიკაციით არ დასტურდება და ამდენად ამ მტკიცებულებებს ბრალდების ნაწილში, არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია,” – ამბობს ვალერი გელბახიანი.

ელისო კილაძის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განცხადებით, ორივე მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, რომ მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ მარიამ ხარშილაზე ელისო კილაძის შვილი იყო.

“დაიკითხა ორი მოწმე – დავით მესხი და გიორგი აბესაძე. დავით მესხმა დაადასტურა, რომ ბინა,რ რომელიც მის საკუთრებაში იყო, მიჰყიდა მარიამ ხარშილაძეს, არც შეეხება მეორე მოწმეს, აბესაძეს, მან თქვა, რომ კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავდა ამერიკიდან მიჰყიდა მარიამ ხარშილაძეს. სხვათა შორის დავით მესხმა პირდაპირ თქვა, რომ მე არ ვიცოდი ელისო კილაძის შვილი რომ იყოო, მეორემაც თქვა, რომ გუშინ გავიგე ელისო კილაძის შვილი რომ იყოო, ორივემ თქვა, რომ არ ვიცოდითო,” – თქვა ნათია კოტრიკაძემ.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი…” – რას ამბობს დონალდ ტრამპი
  • “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე…გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა” – მარტა კოსი
  • ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge