Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია” – რევაზ სოხაძე

April 27, 2026
“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია” – რევაზ სოხაძე

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.

მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მას შემდეგ რაც გაუქმდა სააგენტო „ესიდა“, რომელიც სკოლების მშენებლობას ახორციელებდა.

„ეს პროცესები როდესაც სამინისტროში გადმოვიდა, საკმაოდ მძიმე რეალობასთან მოგვიწია შეხება – მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, გაჩერებული მშენებლობები, არასრულყოფილი და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო სრულად იზიარებს მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას, რადგან წლების განმავლობაში ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

„ეს არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრიორიტეტი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა სოხაძემ.

მისი განმარტებით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, მანავის სკოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რაც შეეხება მოხისის სკოლას, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები – შენობის მდგომარეობა შეფასდება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რის შემდეგაც გადაწყდება, საჭიროა არსებული შენობის რეაბილიტაცია თუ ახალი სკოლის მშენებლობა.

სოხაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები მწვავედ დგას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ამ გამოწვევის დასაძლევად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს სკოლების ტიპიური პროექტები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მშენებლობის პროცესს.

„მზა პროექტების არსებობა საშუალებას მოგვცემს, აღარ დავკარგოთ დრო თითოეული სკოლის ინდივიდუალური პროექტირების პროცესში და სამუშაოები გაცილებით სწრაფად განხორციელდეს“, – განაცხადა მან.

სოხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროცესში ჩართულია მრავალი სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა.

მისივე განცხადებით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს, რათა მრავალწლიანი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემო შეიქმნას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თავისუფლების ხმა ციხიდან” – პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლები გაზეთებს ზუგდიდში არიგებენ
  • პარლამენტი ინტერპელაციის წესით მიხეილ სარჯველაძეს 29 აპრილს მოუსმენს
  • “ამ ორმა ლაწირაკმა 80 წლის ქალის ძაღლებს წიხლები ურტყეს, მერე უთქვამთ ამ მოხუცი ქალისთვის, ჩვენ ძაღლების მკვლელები ვართო” – რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge