Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები” – ირაკლი კირცხალია

April 27, 2026
“არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები” – ირაკლი კირცხალია

ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად, არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ მდგომარეობაშია ოპოზიცია, რომელიც “ევრობიუროკრატიის ხელში იარაღია”.

“სწორედ ამიტომ არიან ასე თავხედურად და ღიად გამოსული ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით თუ ქმედებებით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, როდესაც ევროპულ ღირებულებად ასაღებ იმას, რაც ქართულ ღირებულებებს დააკნინებს, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა.

“როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ თურმე ლგბტქ+ პროპაგანდა ბავშვებში, არასრულწლოვანებსა და ზოგადად ქვეყანაში ევროპული გზა არის და ოჯახური ღირებულებების დაცვა თურმე ანტიევროპულია; როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ და გიკნინებენ ყოველდღიურ და წლების რეჟიმში ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე სათნოს – სარწმუნოებას; როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე, აქ არ უნდა იყოს ასეთი ძლიერი ეკლესია და ამაზე სუსტ ეკლესიაზე გადის ევროპული გზა, რა თქმა უნდა, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, როდესაც ქართველ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. ვერც მათ და ვერც მათმა პატრონებმა ვერ შეიცნეს რეალურად, რა სურს ჩვენს საზოგადოებას“, – განმარტა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ასევე, აღნიშნა, რომ “არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები”.

„დღესავით ნათელია, თუ რა სურვილი ჰქონდა ამ უბინძურეს ძალას, რომელიც მძვინვარებს დღეს ბრიუსელში, იმ არარჩეულ ბიუროკრატიასა, თუ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ვერ გაივლის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და მათ აწუხებთ და მუდმივად შეაწუხებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად თავაწეული ივლის.

არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა. სად არიან დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროპა, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მსოფლიოც და თავად ევროკავშირშიც ძალიან კარგად ხედავს მათივე საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება
  • მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით… – მეტეოროლოგი გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივი ამინდების შესახებ წერს
  • “არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები” – ირაკლი კირცხალია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge