Sunday, April 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ჯაშუშობაში ბრალდებული თამაზ გოლოევის გათავისუფლებას ითხოვს

April 26, 2026
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ჯაშუშობაში ბრალდებული თამაზ გოლოევის გათავისუფლებას ითხოვს

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული, დე ფაქტო საგარეო უწყება ჯაშუშობაში ბრალდებული თამაზ გოლოევის გათავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ გოლოევის ბრალდება „მოგონილია“.

მარიონეტული რეჟიმი წერს, რომ გოლოევმა 21 აპრილს „პირადი საქმეების გამო“ „რაზდახანის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთა, მეორე დღეს, 22 აპრილს კი ის თბილისში, „ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციის შედეგად გაიტაცეს და დააპატიმრეს.“

„როგორც ცნობილი გახდა, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორიის რაიონის [ავტ: ახალგორის] მცხოვრებ თამაზ გოლოევს, რომელიც მანამდე უკანონოდ დააკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ჯაშუშობის მოგონილი ბრალდება წაუყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.
22 აპრილს სუსმა თქვა, რომ ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თბილისში, აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა
სუსმა გოლოევთან ერთად ბრალი წარუდგინა კიდევ 2 პირს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

სამივე პირს ბრალდება 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 8-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
  • პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge