უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაბალაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
ზელენსკის ცნობით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევის საკითხი განიხილა.
ასევე, ზელენსკის ინფორმაციით, დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი ექვს დოკუმენტს მოაწერს.
“ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვაცნობეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა თურქეთში და შემდეგ შვეიცარიაში, ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით. ბუნებრივია, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მსგავსი მოლაპარაკებები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შედგეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
