ბოლო ერთ კვირაში საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 12-თეთრამდე გაძვირდა.
ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში საწვავის ფასები კვლავ იზრდება, რაც დიდწილად გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. გამოცემა წერს, რომ ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.25%-ით გაიზარდა და 105.3 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 1.51%-ით შემცირდა და 94.40 დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო ტენდენციები პირდაპირ აისახება საქართველოზეც, სადაც საწვავის ფასები მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არასტაბილურობისა და იზრდება. ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდა მარტის დასაწყისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
BPN აქვეყნებს სიას, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. [ფასები შედარებულია 2026 წლის 18 აპრილის მონაცემებთან]
Gulf [კვირის ჭრილში უცვლელი დარჩა]
G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი);
G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი (3.59 ლარი);
G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (3.45 ლარი);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი);
G-Force ევრო დიზელი – 4.07 ლარი (4.07 ლარი);
ევრო დიზელი – 3.97 ლარი (3.97 ლარი).
Wissol [რიგ შემთხვევაში გაიზარდა 5 თეთრით]
ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.98 ლარი იყო);
ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.58 ლარი იყო);
ეკო დიზელი – 4.12 ლარი (4.07 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 4.09 ლარი (4.04 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო).
Socar [რიგ შემთხვევაში გაძვირდა 12 თეთრით]
ნანო სუპერი – 3.87 ლარი (3.87 ლარი იყო);
ნანო პრემიუმი – 3.55 ლარი (3.55 ლარი იყო);
ნანო ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.39 ლარი იყო);
ევრო 5 დიზელი – 3.92 ლარი (3.80 ლარი იყო);
ნანო ევრო 5 დიზელი – 4.02 ლარი (3.90 ლარი იყო).
Rompetrol [რიგ შემთხვევაში გაიზარდა 7 თეთრით]
Efix სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი იყო);
Efix ევრო პრემიუმი – 3.59 ლარი (3.59 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო);
Efix ევრო დიზელი – 4.12 ლარი
(4.05 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 4.07 ლარი (4 ლარი იყო).
Portal [მეტწილად გაძვირდა 5 თეთრით]
სუპერი – 3.49 ლარი (3.44 ლარი იყო);
პრემიუმი – 3.39 ლარი (3.34 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.19 ლარი (3.14 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.94 ლარი (3.89 ლარი იყო);
ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი (3.69 ლარი იყო).
აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი კი სწორედ ამ მარშრუტით ხორციელდება.
