Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციის ალიანსი“ ბრიტანეთის ელჩს ხვდება

April 24, 2026
“ოპოზიციის ალიანსი“ ბრიტანეთის ელჩს ხვდება

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებსა და ბრიტანეთის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებმა „ტვ პირველთან“ განაცხადეს, აპირებენ, ელჩს ალიანსის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მიზანმიმართული დახმარება ითხოვონ.

„ვაპირებთ ავუხსნათ, რომ ალიანსის ამოცანა მხოლოდ რეჟიმის დამარცხება არ არის, ალიანსის ამოცანა არის დემოკრატიაში საზოგადოების რწმენის აღდგენა და სწორედ ამიტომ ჩვენი თავებიდან ვიწყებთ. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი. მეორე არის ის, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა არის ჩვენი გამარჯვების გზა და კონკრეტულად რას ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ გზაზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მარცხს და საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული ქვეყანა.

„საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, რომელსაც საქართველო მიჰყავს იზოლაციისკენ, მიჰყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული, აყვავებული ქვეყანა და არ უჭერს მხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას“, – განაცხადა ბარამიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
  • საფრანგეთში მაღალი სიცხის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა
  • ევროპაში სიცხემ ორ კვირაში 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge