Saturday, April 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია” – ირაკლი კობახიძე

April 23, 2026
“ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია” – ირაკლი კობახიძე

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის – ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უამრავი საკითხი არის ერთობლივად გადასაწყვეტი.

„საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა გასული თვეების განმავლობაში, მაშინ, როდესაც მაგალითად გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია. თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
  • შსს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge