Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენეტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა“ – კახა კალაძე “ოპოზიციის ალიანსზე“

April 23, 2026
“მეცნიერებმა, ვინც აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს, მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, შესაბამისად, მოხდა კორექტირება – რა არის პრობლემა ამაში?!” – კახა კალაძე

დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ კახა კალაძემ „ოპოზიციის ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პლატფორმის ყველა წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდა, გარედან იმართება და საქართველოს ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვს.

„დეტალებში ვერ შევალ და არც ინტერესი მაქვს. რასაც ყველა ვხედავთ და ვისმენთ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შეფასებას. პოლიტიკურადაც რომ შევხედოთ, ვინ არის ამ გაერთიანებაში – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტია, ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები და მტრები. ქვეყნის ინტერესებთან და მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საქართველოს ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები. როდესაც ხარ მოღალატე და აგენტურის ქსელის წარმომადგენელი, მაგრამ იფუთები, როგორც ვითომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ქართველი ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს მთელ პოლიტიკურ პროცესებს – ვინ რას აკეთებს, ვის რა მოტივაცია აქვს, ვინ საიდან იმართება და ვინ მართავს. შესაბამისად, არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას. დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ალიანსის შექმნაც გარედან ნაკარნახევი ქმედება იყო.

„რამდენიმე კვირის წინ ზარ-ზეიმით გვაცნობეს ამ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი გვინახავს ამ ტიპის პლატფორმა, მათ საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, არც ქვეყნის სიყვარული აქვთ, არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. უბრალოდ, გარედან უთხრეს, რომ უნდა გაერთიანდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. საკუთარ ერთობას ვერ მართავენ და ქვეყნის მართვაზე, ზოგადად, ხომ საუბარიც ზედმეტია“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
  • “მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ირაკლი კობახიძე
  • “ევროკავშირის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge