საქართველო ეუთოს უსაფრთხოებების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯომარე ქვეყანა გახდა და ამ სტატუს მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო. იქ იმყოფება მაკა ბოჭორიშვილიც. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გამოწვევებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
“საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს” – თქვა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს თავმჯომარეობის სამი ძირითადი მიმართულების შესახებ. ის ამბობს რომ ქცევის კოდექსის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა ქალებსა და გოგოებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევები კონფლიქტების დროს – ჩვენი ქვეყნის ფოკუსში იქნება მოქცეული.
