Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს” – მიხეილ სარჯველაძე

April 23, 2026
“ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს” – მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ, ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფოებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული რაციონალურად, ემოციების გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შესაძლო ზიანი.

„ერთ-ერთ მედიკამენტზე – ელევიდისზე, რომელიც სატელევიზიო ეთერებითაც დასახელდა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ის მედიკამენტი, რომელზეც ბრიფინგის დროს აღვნიშნე: შარშან ამ დროს რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვეწეოდა ორი მთავარი მარეგულირებლის – ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და აშშ-ის FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდ სკეპტიციზმს აჩენენ ამ მედიკამენტთან დაკავშირებით.

ევროპის წამლის სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ამ წამლის ეფექტიანობას. საუბარია 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტზე – ერთი ბავშვის დოზაზე. ამ პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით EMA დიდ კითხვის ნიშანს სვამს. არსებობს FDA-ს გადაწყვეტილებაც, რომელსაც მანამდე ამ პრეპარატისთვის მინიჭებული ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია. „დაჩქარებული“, აქვე ავხსნი, ნიშნავს იმას, რომ ავტორიზაცია გაიცემა დაჩქარებული წესით, ანუ ეს არის პირობითი დაშვება. შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების გამოცდა, კვლევა – მწარმოებელს ეძლევა რეკომენდაცია, გაიაროს დამატებითი კვლევები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის და უზარმაზარი რისკების შემცველია. უეცარი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განა ეს არ არის საკმარისი, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და, ბუნებრივია, ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც ამავე საკითხებს განიხილავენ?!

მინდა, იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვთქვა, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოირჩნენ, ან პოლიტიკურად თუ კომერციულად მიკერძოებული ადამიანების გასაგონად – ეს სახელმწიფოები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღონ; ისინი ელოდებიან კითხვებზე პასუხებს, მეტ მტკიცებულებას, მეტ ინფორმაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენეტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა“ – კახა კალაძე “ოპოზიციის ალიანსზე“
  • შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
  • “სანამ ჩვენ გვეძინა, მერე ავდექით, გავემზადეთ და სამსახურში წავედით, დედები კანცელარიის წინ ღამეს ათენებდნენ ღია ცის ქვეშ” – აქტივისტი და ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge