Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – გია ვოლსკი

April 22, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება – შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სამინისტროს შექმნით, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

„გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პატარა ქვეყნები, რასაკვირველია, საქართველოც ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დეკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს, რასაკვირველია, გააჩნია. პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ ეს ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას სახელმწიფოს დასაცავად, მისი უსაფრთხოების დასაცავად, იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული ამ სამთავრობო სტრუქტურაში. ასე რომ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება პროცედურას – ბიუროზე შემოვა ეს საკითხი და მთავრობაში შესაბამისი დადგენილების თაობაზე, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მომდევნო საკადრო ცვლილება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს შეეხოს, ვოლსკი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით ახალი არ არის. პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება. თუ რაიმე ცვლილება მოხდება მთავრობაში, მთავრობის თავმჯდომარე ამის თაობაზე გააკეთებს განცხადებას შესაბამის დროს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
  • “არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ 29 ნოემბერს ჩადენილია ტერორისტული აქტი” – ელისაშვილის ადავოკატი
  • სუს-ის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge