“ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი სიორიძე ფიქრობ, რომ “ქართუოცნებას” სპიკერების კრიზისი აქვს და ამიტომ “ავანსცენაზე” მამუკა მდინარაძის დაბრუნება გახდა საჭირო.
ამასთან, ოპოზიციონერი ეჭვქვეშ აყენებს ფაქტს, რომ მდინარაძეს რაიმე ძალაუფლება ექნება, რადგან მისი თქმით, ცხადია, რომ ყველაფერზე გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს.
“კრიზისია “ქართულ ოცნებაში”, ამას არავინ უარყოფს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ მათ თუნდაც სპიკერების კრიზისიც აქვთ და მდინარაძე ყოველთვის გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” სპიკერებს შორის ყველაფრის მკადრებლობით და ეს შეიძლება, იყოს მისი ავანსცენაზე დაბრუნებაც, მაგრამ ამავდროულად, რეალური ძალაუფლება ექნება თუ არა მას, ამ შემთხვევაში, ნაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ივანიშვილი, მის ხუშტურებზე არის ბევრი რამ დამოკიდებული” – ამბობს სიროიძე.
“ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებია – ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება – ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს დაინიშნა.
