საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ასევე იქნება საქართველოს ვიცე-პრემიერი.
„მინდა საზოგადოებას გავუზიაროთ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. გაცნობებთ რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა,. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა”, – განაცხადა კობახიძემ.
