Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით…კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ” – ირაკლი ზარქუა

April 21, 2026
“კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით…კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ” – ირაკლი ზარქუა

დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, კაია კალასი ან ურსულა ფონ დერ ლაიენი “თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ.”

“ქალბატონ კალასს განუცხადებია, რომ თურმე ქართველ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგია – რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გავყევით კალასის გზას. დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის და ურსულას გზა. ხოლო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება. რაც შეეხება იმას, რას იტყვიან კალასები და მისი მიმდევრები, ჩვენთან ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ ავტორიტეტი არა აქვთ, არც შიგნით. მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. არა, ისინი არიან „დიფ სტეიტიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.კალასმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ რომელი ნაბიჯებია მიუღებელი ევროკავშირისთვის.„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა – რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, – აღნიშნა კალასმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს – ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო” – ნანა სანდერის ადვოკატი
  • სუს-ის ანგარიშის მიხედვით, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა
  • “დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას” – პროკურორი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge