Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვერ ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ იმეტებენ 700 ათას დოლარიან წამალს, საკითხს სიფრთხილით უდგებიან” – მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე

April 21, 2026
“ვერ ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ იმეტებენ 700 ათას დოლარიან წამალს, საკითხს სიფრთხილით უდგებიან” – მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე

ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს და ემზადებიან დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი, თუ რა მიდგომა იქნება არჩეული, ეს კი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც ამ მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოებიც ამ საკითხს უდგებიან გონივრული სიფრთხილით.

„მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის, 3 200 000 დოლარის ღირებულების ეს მედიკამენტი, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ, ევროპის წამლის მარეგულირებელი იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე ანუ დაშვებაზე. მაგალითად ის ამბობს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში: „12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა, პლაცებოსთან შედარებით“. იმავე მედიკამენტებთან მიმართებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია, რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2024 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კრიტიკული კვლევები 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი: „მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის, ფატალური შედეგის დადგომის რისკს“. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას და აქვს ავტორიზაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღია წყაროებში შეგხვდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. არც ამ მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები. ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს და ემზადებიან დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი თუ რა მიდგომა იქნება არჩეული, ეს კი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც ამ მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე. ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას. ვერცერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ ამ დრომდე არ დანერგვის მიზეზი ისაა, რომ ვერ იმეტებენ, მაგალითად, ყოველწლიურად 700 ათას დოლარიან წამალს თითოეული პაციენტისთვის, ევროპული ეს სახელმწიფოებიც ამ საკითხს უდგებიან გონივრული სიფრთხილით“,- განაცხადა სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 17:00 საათზე განცხადებას გააკეთებენ
  • საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
  • 2025 წელს, სტერილიზაცია/კასტრაცია 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge