დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან განცხადებას გააკეთებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კონკრეტული კვლევებითა და დოკუმენტებით გასცემენ მიხეილ სარჯველაძეს პასუხს.
ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ.
