„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილია ჭავჭავაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პრაქტიკულად არავის აქვს წაკითული.
“ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გვჭირს, არის ის, რომ საკუთარი ისტორია არ ვიცით და საკუთარ ისტორიას არ ვწერთ, ამის გამო ვუშვებთ ერთი და იგივე შეცდომებს. პირველ რიგშია, საკუთარი ისტორია რუსეთთან მიმართებით, მთელი გასული საუკუნეების განმავლობაში საბჭოთა პერიოდი, 90-იანი წლები, ახლა რაც ხდება, არაფერი არ გვაქვს კრიტიკულად გააზრებული.
რაც არის დაწერილი იმასაც არ ვკითხულობთ. ილია ჭავჭავაძე, რომელიც წმინდანად გვყავს შერაცხილი, პრაქტიკულად არავის აქვს წაკითხული, უბრალოდ ჰყავთ წმინდანი და რამეს თუ იტყვი, შეიძლება ჩაგქოლონ, ასეთი ქვეყანა ვართ, არავის არაფერი არ ესმის, არავის არაფერზე არ უფიქრია და წაუკითხავს, მაგრამ თავში რაღაც ხატები აქვთ წარმოდგენილი და ამ ხატებს სცემენ პატივს. ყველა ადამიანს აქვს უფლება დასვას კითხვები და შეფასება გააკეთოს, როგორც ეს ლევანმა (ბერძენიშვილი) გააკეთა.“ – ზურაბ ჯაფარიძე