Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

April 20, 2026
“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით გაეცნო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას იზიარებს“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებას ყურადღებით აკვირდება“.

„აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პოლიტიკა არ უწყობს ხელს რეგიონში ნდობის განმტკიცებას, რასაც მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს: ქართული მხარის პერიოდული განცხადებები, სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმა და საქართველოს პოლიტიკა, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული“, – აცხადებს ე.წ. სამინისტრო.

ე.წ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს მოიცავს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კიდევ ერთი სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია საქართველოს დესტრუქციული პოზიცია, რაც აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმით გამოიხატება. ეს კი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მთავარ მიზანს წარმოადგენს“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ თბილისი უშლის ხელს რეგიონში უსაფრთხოების მდგრადი არქიტექტურის ჩამოყალიბებას. ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებიდან გამოვდივართ. საქართველოს მონაწილეობით ნებისმიერმა ინტეგრაციულმა პროცესმა არსებულ რეალობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განაცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წვიმა, თოვლი და სეტყვა…“- როდემდე გაგრძელდება უამინდობა
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge