“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს, – ასე აფასებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” ასაკრძალ პარტიათა სიაში “ფედერალისტების” დამატებას გეგმავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების ნაცვლად, ყურადღების პოლიტიკურ პროცესებზე გადატანას ცდილობს. მისი განცხადებით, მოქალაქეებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ფასების ზრდა, სიღარიბე და ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინ როცა ხელისუფლება, მისი შეფასებით, ამ საკითხებს სათანადოდ ვერ პასუხობს.
“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ინტერესი ეს არ არის კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ქართველი ხალხის ინტერესი არ არი ოპონენტების ციხეში გაშვება, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის ახალი გამოგონილი საკონსტიტუციო სარჩელები. ქართველი ხალხის ინტერესი არის ის, რომ ფასები არის კატასტროფული. მთავარი კონკრეტული ამოცანები ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და ზუსტად ამ ინტერესებზე მუშაობა, ეს არის ფასები, გაჭირვება, სიღარიბე. მტავარი მოსაზრება ის არის, რომ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ ამ ძალიან მძიმე სოციალური თემებიდან, გაჭირვებიდან და სიღარიბიდან, ფასებიდან, რომელსაც ვერაფერი უქნეს იმ მიმართულებით, რომელიც მართლა არ არის ჩვენი მოქალაქეები და ხალხის ინტერესი, ამიტომ ამ თემასთან და ზოგადად, ხალხის ინტერესთან აცდენა, ეს არის ის, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” და რაც ჩანს მათი პოზიციიდან, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.
პაპუაშვილის თქმით, უკან გამოითხოვენ ძველ სარჩელს და ახალ სარჩელში პარტია „ფედერალისტებს“ დაამატებენ.
