Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო” – კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

April 20, 2026
“წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო” – კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ყველამ ვიცით, რომ აგენტურაა. ეს წლების განმავლობაში იქმნებოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, ეს მოღალატეები შექმნილიყო. ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის. ზოგადად, ყველგან, სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ერთი და იგივე დამოკიდებულებაა და ეს სქემა გაშიფრულია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ საიდან ფინანსდება, ვინ ჰყავთ პატრონები და რა არის მათი მთავარი მიზანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

რაც შეეხება საქართველოში რევოლუციური სცენარების დაგეგმვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ მტრული საქმიანობა გრძელდება.

„მტრული საქმიანობა გრძელდება. ყველამ ვიცით, საიდან ფინანსდება, ვინ არიან ამ ყველაფრის სათავეში და რა აქვთ მთავარი ინტერესი. ყველა გაშიფრულია. წინა წლებშიც რამდენჯერმე იყო მცდელობა საქართველოში რევოლუციის მოწყობის, ტარდებოდა ტრენინგები. ხომ გახსოვთ, როგორ იფუთებოდა ეს ტრენინგები, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტარდებოდა, ამისთვის ფულს იღებდნენ, რეალურად კი იქ საუბარი მიმდინარეობდა რევოლუციურ სცენარზე, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, რა პროცესები უნდა წარიმართოს და ასე შემდეგ. იგივეა ახლაც. ეს ქვეყნის მტრები არ ჩერდებიან. ცდილობენ პოლარიზაცია გააღრმაონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ვინც კი რაიმე კანონდარღვევას ჩაიდენს, ამას მოჰყვება მყისიერი და ძალიან მკაცრი რეაგირება“, – აღნიშნავს კახა კალაძემ.

მან ტერმინ „აკაცუკთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა. როგორც კალაძე აღნიშნავს, აღნიშნული ტერმინი „ქართულ ოცნებას“ არ დაუმკვიდრებია.

„ჩვენ არ დაგვიმკვიდრებია. თავად იმ ადამიანებმა ისაუბრეს, ვინც აქციაზე გამოდიოდა. თავად ისაუბრეს, „აკაცუკები“ ვართო. ნახეთ, არქივში არსებობს ვიდეო: „ყველა აქ ვართ, დაწყებული მერაბ კოსტავას სულის, „აკაცუკებით“ დამთავრებულიო“,- აღნიშნავს კალაძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოიყენოს სიტყვა „აკაცუკი“ კალაძე აღნიშნავს: „მე რასაც ვაპირებ, ამაზე მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ტერმინით და როგორ ვესაუბრო ვინც რასაც იმსახურებს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
  • “პარტიების აკრძალვაზე საუბარი ხალხის პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა” – ხატია დეკანოიძე
  • “ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები” – მიტროპოლიტი გრიგოლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge