თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა თავიანთი სინდისის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და არა სხვა მოსაზრებებით, შესაბამისად, არ უნდა აყვნენ არც არავის მუქარას და არც მოყიდვას.
მისი თქმით, სასულიერო პირების გადაწყვეტილებაში არავინ უნდა ჩაერიოს, არც ხელისუფლება და არც ექსპერტები.
“40 – ზე მეტი მღვდელმთავარია, მათგან რამდენიმემ ეს აზრი გამოთქვა, ზოგადად რომ ვთქვათ, არავინ არ უნდა ჩაერიოს, არც ხელისუფლება, არც ექსპერტები. რა საკვირველია, არც ჩვენ გამოვთქვამთ, მაგრამ… ჩარევაში რა იგულისხმება მაგალითად, მოსყიდვა, მუქარა, თვიანთი სინდისის მიხედვით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, გულწრფელად, და არა სხვა მოსაზრებებით. ხელისუფლება იქნება თუ სხვა ვინმე, არ უნდა აყვნენ არც მოსყიდვას და არც მუქარას, ამაზეა საუბარი, – ამბობს ლევან აბაშიძე.
შეგახსნებეთ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ხელისუფლებისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება“, – წერს ეპისკოპოსი.
