Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა „გაცილებით უარესადაა“. მისივე თქმით, უკრაინას პარტიორებისგან „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები სჭირდება. „კიევსა და რეგიონში – ბორისპილში, ბროვარიში – რუსული დარტყმის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა. ეს იყო კომბინირებული დარტყმა: ბევრი ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტები, იყო დრონები. სამწუხაროდ, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა ამჟამად ყველაზე რთულია. თუ ამ დარტყმის შედეგად ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ია, მაშინ ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია. ჩვენ გვჭირდება რაკეტები „პეტრიოტებისთვის“, ეს არის ის, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აქვე აღნიშნა, რომ უკრაინას საჩუქრები არ სჭირდება და შეუძლია, შეირაღება თავად შეიძინოს. „ჩვენ არ ვსაუბრობთ საჩუქრებზე. საქმე ეხება უკრაინის მზადყოფნას, შეიძინოს იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილებები – შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ ყველას, ვინც ნამდვილად ეხმარება უკრაინას თავის დაცვასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა მან. ცნობისთვის, დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული. 20 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. სახელმწიფო უწყებებს, ასევე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, დროშები ნახევრად დაუშვან.

August 21, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან” – გაეროს უშიშროების საბჭო
  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
  • ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, 4 პისტოლეტი, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა – დაკავებულია 5 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge